საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორთან

21 ნოემბერს, ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორთან, რობერტო აზევედოსთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო - WTO-ს თანამშრომლობის პერსპექტივები და დეპონირებულ იქნა საქართველოს მიერ რატიფიცირებული „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)” შეთანხმების ცვლილების ოქმის სარატიფიკაციო სიგელი.