საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.  

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: geomission.geneva@mfa.gov.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

განცხადებების გადარჩევა;

გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

ფლობდეს ინგლისურ ენას (სასურველია ფრანგული ენის ცოდნა);

იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი განათლება;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შვეიცარიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, ან ვიზა, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:

საერთაშორისო ორგანიზაციები;

ადამიანის უფლებები;

საერთაშორისო სამართალი;

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე geomission.geneva@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ) ნასამართლეობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე:

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. რიხარდ ვაგნერის ქუჩა №1, 1202 ჟენევა, შვეიცარია.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +41 (0)22 919 10 10