ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 21.04.2017

ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც საქართველო ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით ესაუბრება რუსეთის ფედერაციას კონფლიქტის დარეგულირების თემებზე. თუმცა სამ ძირითად საკითხზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილების დაბრუნება, ძალიან დიდი ხანია ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო, – ასე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სოხუმში ე.წ. „ვიზიტის“ ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. 

 
განთავსების თარიღი: 18.04.2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში.

 
განთავსების თარიღი: 11.04.2017

დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისათვის სახელის ცვლილების მოთხოვნით. ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 11.04.2017

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

 
განთავსების თარიღი: 11.04.2017

9.04.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე .. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

 
განთავსების თარიღი: 11.04.2017

7.04.2017, ვენა - ​ევროკავშირის მისიის ინიციატივით 2017 წლის 6 აპრილს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინდინარეობაზე. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო- მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 28-29 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39- რაუნდის შესახებ.

 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 12 13 14 15
16 17 19 20 22
23 24 25 26 27 28 29
30            

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ