ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით მოგესალმებით მისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ვებ–გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითადი მიმათულებების შესახებ. ვებ- გვერდის მეშვეობით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაეცნოთ განცხადებებს, ანგარიშებსა და პრეს-რელიზებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოზე და ქ. ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესებზე.

ქ. ჟენევაში განთავსებულია გაეროს განყოფილება და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების გატარება. მუდმივი წარმომადგენლობის დიპლომატები, სხვა წევრი–სახელმწიფოების დელეგაციებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ჯანმრთელობის დაცვის, ინტელექტუალური საკუთრების, შრომითი ურთიერთობების, გარემოს დაცვის, ვაჭრობის და განიარაღების სფეროში საერთაშორისო ნორმების განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებაში. წარმომადგენლობის ვებ–გვერდი მოიცავს ინფორმაციას ამ მიმართულებით საქართველოს დელეგაციის საქმიანობის თაობაზე. 

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვებ–გვერდი თქვენთვის ინფორმატიული და სასარგებლო იქნება. გთხოვთ მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციის მიღებისა თუ კომენტარის გაკეთებისთვის. თქვენი ნებისმიერი კომენტარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უნდა გამოიგზავნოს წარმომადგენლობის ელექტრონულ ფოსტაზე.

 

 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 7 8 10 11
12 15 17 18
19 20 21 23 25
26 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ