ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შალვა ცისკარაშვილი

შალვა ცისკარაშვილი დაიბადა 1973 წლის 13 ნოემბერს, .თბილისში.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000-2001 წლებში მილანის უნივერსიტეტში გაიარა საერთაშორისო სამართლის კურსი.

1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მესამე მდივნის თანამდებობაზე.

2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მეორე მდივნის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის  პირველი მდივნის თანამდებობაზე.

2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის   მრჩევლის თანამდებობაზე.

2009 წელს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

2009-2012 წლის მაისამდე მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობაზე. 

2012 წლის მაისიდან დღემდე არის ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

2014 წელს მიენიჭა  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.

 ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ