ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალადგვევლინება რუსეთის ფედერაცია.

 

ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისაკენ.

 

კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას რეალური ნაბიჯები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.

 

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებისა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 13 14 16
17 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ