ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული მხარე ცდილობს ჟენევის ფორმატში ყველა ქმედება მიმართული იყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ

ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც საქართველო ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით ესაუბრება რუსეთის ფედერაციას კონფლიქტის დარეგულირების თემებზე. თუმცა სამ ძირითად საკითხზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილების დაბრუნება, ძალიან დიდი ხანია ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო, – ასე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სოხუმში ე.წ. „ვიზიტის“ ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარის ამოცანაა, მოლაპარაკებები მიმართული იქნას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ, რისთვისაც აუცილებელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა კონსტრუქციული ჩართულობა პროცესში. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი ქმედება ჟენევის ფორმატში იყოს კონსტრუქციულობის ფარგლებში, იყოს მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ და შესაბამისი გზების მოძიებისკენ, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხერხდეს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევა. მინისტრის განცხადებით, იგი მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი კონსტრუქციულობას გამოიჩენს და კონფლიქტის საკითხისადმი მისი მიდგომები შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრინციპებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.

„რადიო თავისუფლების“ ეთერში მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან  მთავრობის კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ყოფილმა მთავრობამ ვერ მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების სათანადო მობილიზება და პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი განმარტებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მირ გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა საეთაშორისო ფორმატში რუსეთმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტი“ კიდევ ერთხელ შეაფასა საერთაშორისო ნორმის დარღვევად და პროვოკაციულ პოლიტიკად. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტს სათანადო შეფასებას აძლევენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,სადაც რუსეთის ქმედებები იწვევს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კონსოლიდაციას. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი დღეს იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან, თავისი მიდგომების გამო.

 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ