ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სტაჟირება საქართველოს მისიაში

სტაჟირება საქართველოს მისიაში

2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე

 

საქართველოს მისია აცხადებს სტაჟირების კონკურსს; 

განაცხადის მიღების ვადა: 1 ივნისის ჩათვლით;

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (1 ივლისი – 31 დეკემბერი 2017);

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს;

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი;

სტაჟიორთა სასურველი რაოდენობა: 1

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

     1. განაცხადების გადარჩევა;

     2. გასაუბრება.

 

მოთხოვნები:

1.    უმაღლესი განათლება;

2.    ინგლისური ენის ცოდნა;

3.    შვეიცარიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

 

სასურველია:

1.    მეორე უცხო ენის ცოდნა (ფრანგული ენის ცოდნას ენიჭება უპირატესობა).

 

 1.    სტაჟიორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

 

ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგეგმილ სხდომებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

მისიის დიპლომატებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება და ჩანაწერების გაკეთება;

გაერო-ს სისტემაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ყოველდღიური მოკლე მიმოხილვის მომზადება.

 

 სტაჟირების ბოლოს გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 გთხოვთ, შემდეგი დოკუმენტები მოგვაწოდოთ იმეილზე: geomission.geneva@mfa.gov.ge

1.       განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

2.       ავტობიოგრაფია;

3.       დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

4.       პასპორტის ასლი;

5.       შვეიცარიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

6.       1 ფოტოსურათი (3X4);

7.       ნასამართლობის შესახებ ცნობა.

გასაუბრებები ჩატარდება 5 ივნისის კვირაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +41 22 919 1010, 9-დან 18:00 საათამდე.

 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ