ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ში შეხვედრების გამართვის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ნიუ-იორკს ესტუმრა

12.05.2017 ნიუ-იორკი11-12 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ნიუ-იორკში. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების  მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების გაცნობა და ორგანიზაციასა და წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.     

შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა გაერო-ს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  - „დღის წესრიგი 2030“ - განხორციელების, მათ შორის, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევის გზებზე, რაც მდგრადი განვითარების ამოცანებისთვის ინკლუზიური საზოგადოებისა ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილების პარტიონიორებისთვის გაზიარების შესაძლებლობებზე.  

პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებსა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და პროცესში გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობას.  

შეხვედრების ფარგლებში გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო ცენტრის,  პოტენციალის შესახებ.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ