ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პანელი ადამიანის უფლებათა საბჭოს 35-ე სესიის ფარგლებში

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 35-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს თანაორგანიზატორობით, გაიმართა პანელი „პარლამენტების როლი საერთაშორისო ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე შესრულებაში“.

 

პანელის ფარგლებში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი, ეროვნული გამოცდილების შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

 

ღონისძიებაზე ასევე პრეზენტაციები გააკეთეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ავსტრალიის მუდმივი წარმომადგენლობის, Universal Rights Group-ისა და Inter-Parlamentary Union-ის წარმომადგენლებმა.

 

დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს მიეცათ პანელისტებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 10
12 13 14 15 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ