ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ს უმაღლესმა კომისრის ოფისმა ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში ზეპირი ანგარიში წარმოადგინა

21.06.2017 . ჟენევა -  გაერო- ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 35- სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა გაერო- უმაღლესმა კომისრის ოფისმა წარმოადგინა ზეპირი ანგარიში, მიმდინარე წლის 24 მარტს, HRC-ის მიერ მიღებული 34/37 რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთანშესაბამისად.

ანგარიშში საუბარია უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და კმაყოფილება არის გამოთქმული საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებთან, აგრეთვე, ეროვნულ ინსტიტუტებთან ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფისის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. ეს გარემოება, უმაღლესი კომისრის ოფისის თქმით, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებსა და შეშფოთებას ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების თაობაზე. ზეპირ გამოსვლაში, ყურადღება ასევე გამახვილდა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესზე, რაც აფერხებს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. აღინიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვა არღვევს ადამიანის უფლებებს და აფერხებს ნდობის აღდგენას.

უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოთქვა შეშფოთება გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე გამოხმაურა გასული წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ოფისის მიერ აღინიშნა, რომ მსგავს სერიოზულ ინციდენტებზე უნდა მოხდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება. სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს ეკისრება ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები ამ ტერიტორიაზე.

უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, გაიმართა გენერალური დებატები, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი. ქართულმა მხარემ ისაუბრა რუსეთის აგრესიულ და უკანონო ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე. მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების და საკუთრების უფლებების დარღვევებზე, აგრეთვე, მოქალაქეთა გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე. უმაღლესი კომისრის ანგარიშს აგრეთვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის, გაერთანებული სამეფოს, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, უკრაინის, ირლანდიის, რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის, ლიტვისა და შვედეთის დელეგაციები.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 10
12 13 14 15 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ