ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

2017 წლის 11 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.  

მხარეებმა ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. კვლავ აქტუალურია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხი.  

გამოითქვა პროტესტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ გააქტიურებული დისკრიმინაციის გამო. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, გალის რაიონის კვალდაკვალ. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.  

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით. აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე.  

ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 13 14 16
17 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ