ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

16.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო- გენერალური ასამბლეის 72- სესიაში. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იმართება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება გაერო-ს რეფორმების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ასევე გენერალური დებატების გახსნის ცერემონიას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საქართველოსა და საფრანგეთის ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში „Rebuilding Trust in Government", რომლის ფარგლებშიც საქართველო გადმოიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას. 

მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრთან ერატად ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში თემაზე: ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები. 

დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა მინისტრების დონის შეხვედრაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების შესახებ- Exponential Technologies. 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამი-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე შეხვედრები სუამი-აშშ და სუამი-იაპონიის ფფორმატში. 

საგარეო სამეთა მინისტრი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან. ასევე ორგანიზაციების: American Jewish Congress და B'nai B'rith International-ის წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ-მდივანთან, ასევე კოლეგა მინისტრებთან. 

მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრებში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და უზბეკეთის პრეზიდენტთან.

ასამბლეის გენერალური დებატები 2017 წლის 19-25 სექტემბერს გაიმართება.

 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ