ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ანგარიში განიხილეს

28.09.2017 ჟენევა, შვეიცარია - 2017 წლის 28 სექტემბერს ჟენევაშიგაერო- ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 36-ე სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაერო- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვარომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

 

თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მისი ძალისხმევისთვის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ობიექტური და სამართლიანი რეაგირებისთვის და დაუდასტურა ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

 

დავით ზალკალიანმა გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს გააცნო უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პრაქტიკაზე, ორივე რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებზე და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებს, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული კვალის ამოშლას.    

მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაგმო სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავაც უგულვებელყოფს მისი, როგორც საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის ძირითად ვალდებულებას, დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნულ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდოგმარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.  

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზემოხსენებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მომზადებულ იქნა 2017 წლის 24 მარტს HRC-ის მიერ მიღებული რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესაბამისად. ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება.

სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრაქტიკა უტოლდება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. სხვა დარღვევებთან ერთად, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და მის უარყოფით შედეგებს. ცალსახად არის აღნიშნული, რომ თავისუფალი გადაადგილების გამკაცრება გამოიწვევს ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ შეზღუდვებს. ანგარიში ვრცლად ასახავს ჯანდაცვის თემასაც, რომელიც მოხსენიებულია როგორც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი. გამოყოფილია განათლების უფლება და მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ შევიწროვებაზე. ამასთან, ანგარიშში გამოხატულია ღრმა შეშფოთება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობასთან დაკავშირებით.

უმაღლესი კომისრის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

სხდომაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშს გამოეხმაურა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ცხრამეტმა დელეგაციამ გააკეთა. ევროკავშირმა გააკეთა განცხადება 28 წევრი-სახელმწიფოსა და 6 პარტნიორი-ქვეყნის სახელით.

ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მარტში მიღებული რეზოლუცია, ივნისში საბჭოში გამართული განხილვა, ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში და დღევანდელი განხილვები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება კვლავაც რჩება გაერო-ს უმთავრესი ორგანოების დღის წესრიგში.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ