ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

20.11.2017 . თბილისი -2017 წლის 20 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42- რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.  

მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნას და 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალგორში ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას.  

საფუძვლიანად იქნა  განხილული წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.  

აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, გალის რაიონის კვალდაკვალ.  

განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების საკითხი, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.  

აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.   კვლავ გაესვა ხაზი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის მნიშვნელობას.  

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების მნიშვნელობაზე, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით.  

აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე.  

ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ