ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მრგვალი მაგიდა - დისკუსია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

20.11.2017 . თბილისი - 2017 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის

მრგვალი მაგიდის მიზანი გახლდათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რათა ხელი შეეწყოს მათ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში. დისკუსიას მოდერირებას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.  

მრგვალი მაგიდის პირველი ნაწილი დაეთმო თანათავმჯდომარეთა გამოსვლებს, რომლის დროსაც განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა, არსებული გამოწვევები და დღის წესრიგის საკითხებზე პროგრესის მიღწევის პერსპექტივები. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა, ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე თანათავმჯდომარის რანგში.  ანტი ტურუნენმა შეაჯამა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის თანამდებობაზე საქმიანობის ხანგრძლივი - შვიდი წელი და ქართულ საზოგადოებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე. ბატონმა გიუნტერ ბეხლერმა კი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა თავისი შეფასებები ეუთოს ავსტრიის თავმჯდომარეობის მიერ ჟენევის მოლაპარაკებებში და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შეტანილი წვლილის თაობაზე.  

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის მიმართულებით, აგრეთვე იმ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების შექმნისა თუ უკანონო დაკავებების სახით. სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა  საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასა და როლს სამშვიდობო პროცესის წარმატების მიზნით.  

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანათავმჯდომარეებთან ღია დიალოგის შესაძლებლობისთვის და  გამოთქვეს სურვილი მსგავსი შეხვედრების გაგრძელებაზე.

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ