ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს

28.11.2017 . თბილისი-  2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო- ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის (OHCHR) საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორს, ჟორჟეტ განიონს.  

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და OHCHR-ს შორის ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.  

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ OHCHR-ის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ, მათ შორის, ადამიანების გატაცებებზე, მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტებსა და გადაადგილების თავისუფლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო  მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.  

აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლის მარტში მიღებულ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ და მის შესაბამისად გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებულ ანგარიშს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ჟორჟეტ განიონმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტზე, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, OHCHR-ს არ მიეცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა, თუმცა, გამოხატა მზადყოფნა ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებისთვის.  

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და OHCHR-ის განსაკუთრებულ როლზე მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ამასთან, ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.    

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.  

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ