ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს, ბ-ნ მიხაელ მიოლერს

 

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ 2018 წლის 2 თებერვალს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს, ბ-ნ მიხაელ მიოლერს.

 

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, ნატო-სთან თანამშრომლობაზე, საქართველოს სექტორალურ რეფორმებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა გაეროსთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, მდგრადი განვითარების მიზნები, განიარაღების კუთხით შექმნილი სირთულეები, გაეროს განყოფილების რენოვაცია და მასში საქართველოს ჩართულობა და გენდერული ჩემპიონობის კონტექსტში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობის საკითხი.

 

 

 

 
 

 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 7 8 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ