ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) გენერალურ დირექტორს, ბ-ნ რობერტო აზევედოს

 

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ 2018 წლის 2 თებერვალს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) გენერალურ დირექტორს, ბ-ნ რობერტო აზევედოს.

 

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს დარგობრივ რეფორმებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოს ოკუპაციის პირობებში ეკონომიკური წინსვლის საკითხებზე და პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი, ვმო-სთან შემდგომი თანამშრომლობისა და ვმო-ს ფარგლებში საქართველოს აქტივობის გაძლიერების გზები და მრავალმხრივ სავაჭრო ინიციატივებში საქართველოს ჩართვის საკითხი. 

 

 
 

 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 7 8 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ