ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ, ჟენევის პრეს-კლუბში, შვეიცარიის სავაჭრო პალატების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე

8 თებერვალს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, -ნმა ვიქტორ დოლიძემ, ჟენევის პრეს-კლუბში, შვეიცარიის სავაჭრო პალატების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე, რომელშიც გაამახვილა ყურადღება "ევროკავშირთან ასოცირების" და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებების შესაბამისად საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დადებით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ კლიმატზე და საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ სფეროებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოს ოკუპაციის პირობებში, რუსეთთან არსებულ პრობლემებზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შვეიცარიაში ბიზნეს-სექტორისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სავაჭრო პალატების გაერთიანების პრეზიდენტმა, -ნმა გი მეტანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სავაჭრო პალატების გაერთიანება დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის წარმოებით, რისთვისაც .. მაისში შვეიცარიული ბიზნეს-დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

 

 

 
 

 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 7 8 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ