ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებით ამოქმედდება

 

2014 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს გადასცა საქართველოს მხარის ოფიციალური შეტყობინება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მხარეს იმავე დღეს გადასცა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენებისთვის აუცილებელი პროცედურების დასრულების თაობაზე ოფიციალური ნოტა. შესაბამისად, ევროკავშირის პროცედურის მიხედვით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების კონკრეტული ნაწილების დროებითი გამოყენება დაიწყება 2014 წლის 1 სექტემბერს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში შევა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80 %, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით.

ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც არ ექცევა ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან.

2014 წლის 30 ივლისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ