Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

2026 წლის 27 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, წარდგენილი იქნა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზეპირი ანგარიში რეზოლუციის - "თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების შესახებ.

განხილვის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე.

რევაზ ლომინაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა  რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებსა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძმიმე მდგომარეობაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რასაც ასევე ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო მექანიზმების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

რევაზ ლომინაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობა.