Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძის შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან

2026 წლის 30 აპრილს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას. მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გენერალურ დირექტორს გლობალური ჯანდაცვის აქტიური მხარდაჭერისთვის. რევაზ ლომინაძემ ასევე მადლიერება გამოთქვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმართ ორგანიზაციის მხრიდან აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეფორმების განხორციელების პროცესში. ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და მისი ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს პოზიტიურ როლს თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

გენერალურმა დირექტორმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პროგრესი ჯანდაცვის სექტორის რიგ მიმართულებებში. განხილულ იქნა წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ტედროს გებრეისუსმა, ორგანიზაციის სახელით, დააფიქსირა მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს  ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებას, მისთვის პრიორიტეტული სექტორების გათვალისწინებით.

შეხვედრის ბოლოს მხარეების მიერ დაფიქსირდა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობა მათ შორის გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კონტექსტში.