UNHCR-ის აღმასრულებელ საბჭოზე საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აღმასრულებელი საბჭოს 73-ე სესიის გენერალური დებატების სეგმენტში, საქართვლოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილდა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისათვის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოსა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის შემდგომ დინამიკასა და მნიშვნელობაზე.
ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინელი ლტოლვილებისთვის აღმოჩენილ დახმარებას და რუსეთის დესტრუქციულ როლს საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.