ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან
28.05.2021 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Civil Defence Organization) ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან, ნჯუპუ იაპ მარიატუსთან (Njoupouo YAP Mariatou, კამერუნი).
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული და სპეციალური სესიების მოდალობები და შინაარსობრივი თემები.
საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.