Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში უკრაინის საკითხზე გამართული ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

2026 წლის 26 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, უკრაინის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზეპირი მოხსენების ფარგლებში გამართული ინტერაქტიული დიალოგის დროს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე.

მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

„საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად გამოწვეულ უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და მძიმე შედეგებს, სამართლიანობის უზრუნველყოფა და დაუსჯელობის დასრულება მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელ საკითხს წარმოადგენს“ - განაცხადა ელჩმა.

რევაზ ლომინაძემ ხაზგასმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მუშაობის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს განახლებული ინფორმაციის წარდგენისთვის.

მუდმივმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.