Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მსოფლიოს 64 ქვეყნის სახელით, გააკეთა ერთობლივი განცხადება აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა უფლებების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ

2026 წლის 17 სექტემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ, მსოფლიოს 64 ქვეყნის სახელით, გააკეთა ერთობლივი განცხადება აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა უფლებების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.

რევაზ ლომინაძემ აღნიშნა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე პირები მრავალფეროვანი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და მათ აქვთ ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობის უფლება.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნისა და მხარდამჭერ სისტემებზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.
ერთობლივი განცხადება გაკეთდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ადამიანის უფლებების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლეში, რომელიც ინიცირებულ იქნა გასულ წელს, საქართველოს მიერ.