Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ვიქტორ დოლიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

23.09.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ განხილვის შემდეგ გამართულ გენერალურ დებატებში.

ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩარატებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. 

„აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები ასევე წარმოადგენს ქართველების ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.  

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.   

მან ასევე მიმართა  საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესია 9-27 სექტემბერს ჟენევის გაეროს ოფისში იმართება.