Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ვიქტორ დოლიძე საქართველოს გაეროს ცივილიზაციების ალიანსის ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა

22.11.2019 ჟენევა - ჟენევის გაეროს ოფისში გაიმართა აღმასრულებელი ბრიფინგი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის (UNAOC) უმაღლეს წარმომადგენელთან, მიგელ მორატინოსთან. შეხვედრას თავმჯდომარეობდა გაეროს გენერალური დირექტორის კაბინეტის ხელმძღვანელი, დავით ჩიკვაიძე.

ბრიფინგის ფარგლებში მიგელ მორატინოსმა წარმოადგინა 2019-2023 წლებში ალიანსის მუშაობის ხედვა და პრიორიტეტები. მან ყურადღება გაამახივლა გაეროს პრევენციის დღის წესრიგში ორგანიზაციის როლზე და ძირითად მიმართულებებად დაასახელა პრევნეცია, მედიაცია, ტერორიზმთან ბრძოლა, ასევე ხაზი გაუსვა რელიგიური ნაგებობების დაცვაში გაეროს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მნიშვნლეობას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე. მან ისაუბრა ცივილიზაციების ალიანსის მნიშვნელოვან როლზე ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და მშვიდობის ხელშეწყობაში. როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს განუმეორებელ პლატფორმას ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციეური გზების აღმოსაჩენად კონფლიქტის პრევენციისა და მდგრადი მშვიდობის კუთხით. 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა რელიგიის თავისუფლებაზე და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებეზე არსებულ მდგომარეობასა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე. მან აღნიშნა, რომ არა ერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირბულ ტერიტორიებზეა მოქცეული, საოკუპაციო რეჟიმი კი ცდილობს წაშალოს ქართული კვალი, ხდება მართმადიდებლური ძეგლების განადგურება, რის შედეგადაც სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ცივილიზაციების ალიანსის უმაღლეს წარმომადგენელს პროდუქტიული შეხვედრისთვის.  აღმასრულებელი ბრიფინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.