Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა საბჭოზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

24.09.2019 - ჟენევაში გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, უკრაინასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ განხილვის შემდეგ გამართულ ინტერაქტიულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა.

ვიქტორ დოლიძემ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს წარმოდგენილი ანგარიშისთვის. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის დროების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმის ნახევარკუნძულსა და დონბასში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო.

„რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების არაერთი უხეში დარღვევა. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დაუშვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები.“ - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს მუდმივამ წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში კვლავ დააფიქსირა უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა.