ვიქტორ დოლიძემ ბიზენსისა და ადამიანის უფლებათა ფურომის ფარგელში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა
27.11.2019 ჟენევა - 25-27 ნოემბერს, ჟენევაში გაეროს ოფისში გაიმართა ფორუმი ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე, რომელსაც დაესწრო საქართველოს დელეგაცია. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში "Regional dialogue: lessons learned, Challenges, Innovation - Eastern Europe".
ვიქტორ დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს მიმართა და საქართველოში ბიზენსისა და ადამიანის უფლებების შესახებ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის ხაზი გაუსვა ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა ქვეთავის ჩადების მნიშვნელობას საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ხადი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა ფორუმის გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ნინო ბერიანიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძირითად მიღწევებსა და იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ცხადად აქვს დეკლარირებული გრძელვადიანი მდგრადი ზრდისა და ამ პროცესში სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.