Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ვიქტორ დოლიძემ საქართველოს საქართველოს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელს სერტიფიკატი გადასცა

20.09.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (ICN) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

ვიქტორ დოლიძემ ექთანთა გლობალური მმართველობის ინსტიტუტის პროგრამის (GNLI) მონაწილეს, საქართველოს ექთანთა გაერთიანების დირექტორს, ია გელენიძეს სერტიფიკატი გადასცა. საქართველოს ელჩმა ასევე სერტიფიკატები გადასცა პროგრამის სხვა მონაწილეებს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ICN-ის აღმასრულებელმა დირექტორმაჰოვარდ კიტონმა. მან მადლობა გადაუხადა პროგრამის მონაწილეებს წარმატებული თანამშრომლობისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ICN-ის წარმომადგენლებს პროდუქტიული ტრეინინგის ჩატარებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ოცამდე ექთანმა მიიღო მონაწილეობა და ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური პროგრამა გაიარა.