Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე

მოგახსენებთ, რომ ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უმთავრესი მიზანია, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სრულყოფილად წარმოჩენას. ჟენევაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების სიმრავლიდან და მრავლისმომცველი თემატიკიდან გამომდინარე, ადგილზე აკრედიტებული მისიების მუშაობა მრავალპროფილურია. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა  გაეროს წევრ ქვეყნებთან კოორდინირებით, საერთაშორისო დონეზე  წარმოადგენს საქართველოს და ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას.

საქართველოს მისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, ადამიანის უფლებათა დაცვა,  ვაჭრობა და ეკონომიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, შრომითი უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, განიარაღება  და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. აღნიშნულ საკითხში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ასევე საგულისხმოა, რომ უკვე მეოთხე წელია, აქტიურად ვიყენებთ ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატს, რომელზეც წარვადგენთ რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. აღნიშნული რეზოლუცია ასახავს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას  და  ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას. რეზოლუციის  მიმართ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო პრაქტიკულად ერთსულოვანია.

ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ამ მხრივ, მოხარულნი ვართ, რომ მუდმივ წარმომადგენლობაში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა.

მოგიწოდებთ ხშირად ეწვიოთ ჩვენ ვებ-გვერდს. იმედს გამოვთქვამ, რომ დაგეხმარებით სასურველი ინფორმაციის მოძიებაში მისიის საქმიანობის შესახებ. მივესალმებით თქვენს შენიშვნებსა და კომენტარებს.

 

ალექსანდრე მაისურაძე

ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი