რევაზ ლომინაძემ მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვთა უფლებების თემაზე გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში
2026 წლის 19 იანვარს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვთა უფლებების თემაზე გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC), გაეროს ბავშვთა ფონდისა( UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მიერ (ITU).
მაღალი დონის პანელური დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნა სატელეკომუნიკაციო განვითარების ბიუროს ( BDT) დირექტორმა კოსმას ზავაზავამ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საპარლამენტთასორისო კავშირის ( IPU) გენერალური მდივანი - მარტინ ჩუნგონგი,გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე- სოფიო კილაძე, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი ბერიძე.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ და იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება AI-ს გამოყენებას. ყურადღება დაეთმო ამ მიმართულებით ბავშვთა უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის საკითხებს, ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას.
ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას,რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენების პროცესში ბავშვთა უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვას გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად და ხაზს უსვამს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს არსებობის აუცილებლობას.
