Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილესთან

2026 წლის 27 თებერვალს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილესთან,სუნგა ლისთან.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და IOM-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მიმდინარე პროექტები.

გენერალური დირექტორის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის შედეგად საქართველომ IOM Resilience Fund კონტრიბუცია შეიტანა. 

სუნგა ლი ასევე მიესალმა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფში  (Member State Advisory Group - MSAG) საქართველოს არჩევას ალტერნატიული წევრის სტატუსით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიასპორის ჩართულობას ქვეყნის განვითრების პროცესში და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რევაზ ლომინაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ  დიასპორას შორის. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ სახელმწიფო   პროგრამებზე, მათ შორის, IOM-ის ჩართულობით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.


ამასთან, მხარეებმა, გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის (GDPA) ფარგლებში, მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი სამიტის  (GDS) მნიშვნელობა აღნიშნეს და მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.


ყურადღება ასევე გამახვილდა მიმდინარე წელს, ქ. ნიუ-იორკში დაგეგმილ ღონისძიებაზე - International Migration Review Forum 2026, რომელიც კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს მიგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრაზე დადასტურდა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა.