Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გერალური მდივნის მოადგილესთნ, შიანგჩენ ჯანგთან

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გერალური მდივნის მოადგილესთნ, შიანგჩენ ჯანგთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და WTO-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. გენერალური დირექტორის მოადგილის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში, ასევე წარმატებით განხორციელებული ინიციატივები და პროექტები. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად გამოიკვეთა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, MSMEs თემაზე, გასულ წელს გამართული თემატური სესიის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო WTO-ის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) შეირჩა რეგიონული სავაჭრო პოლიტიკის კურსების (RTPC) მომდევნო ციკლის მასპინძელ პარტნიორ ინსტიტუციად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის წევრი ქვეყნებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება შეფასდა საქართველოს აკადემიური და ინსტიტუციური პოტენციალის მნიშვნელოვან აღიარებად.