საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა
1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის ტრაგიკულად დაცემისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.