Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე

სიახლეები

 ალექსანდრე მაისურაზემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 70-ე სესიაში

ალექსანდრე მაისურაზემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 70-ე სესიაში

2023 წლის 18-19 აპრილს გაიმართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 70-ე სესია, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის რეგიონში მდგრადი განვითარებისთვის ციფრული და მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. სესიის მაღალი დონის სეგმენტის (high level segment) ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

ალექსანდრე მაისურაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტურკს  შეხვდა

ალექსანდრე მაისურაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტურკს შეხვდა

01.02.2023 - ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა.

„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა

„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა

2022 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.

საქართველოს კანდიდატი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩეული

საქართველოს კანდიდატი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩეული

2022 წლის 20 ოქტომბერს, ჟენევაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-9 შეხვედრაზე გაიმართა არჩევნები, რომელზეც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT), 2023-2026 წლების ვადით, ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ნიკა კვარაცხელია.

UNHCR-ის აღმასრულებელ საბჭოზე საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა

UNHCR-ის აღმასრულებელ საბჭოზე საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აღმასრულებელი საბჭოს 73-ე სესიის გენერალური დებატების სეგმენტში, საქართვლოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილდა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისათვის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოსა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის შემდგომ დინამიკასა და მნიშვნელობაზე.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა

1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის ტრაგიკულად დაცემისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.