Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან

2026 წლის 13 აგვისტოს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ რთულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები,არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიღწეული პროგრესი.

ხაზი გაესვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.