Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ქ.ჟენევაში, გაეროს ოფისში, აუტიზმის თემასთან დაკავშირებით გაიმართა ღომისძიება, რომლის თანაორგანიზატორი იყო ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 9 დეკემბერს, გაეროს ჟენევის ოფისის (UNOG) ორგანიზებითა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით, (OCHA) გაიმართა შვეიცარიელი კინორეჟისორის, მიშელ ბეშას დოკუმენტური ფილმის - „აუტიზმის ფერების“ ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ.
მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აუტიზმის მქონე პირთა ადამიანის უფლებების განმტკიცების მნიშვნელობას და ისაუბრა 2025 წლის 24 სექტემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე „Living with Rights: Autism, Care and Support, and Inclusion”, რომელსაც გაეროს 14 წევრმა სახელმწიფომ გაუწია თანასპონსორობა.

აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართეს კინორეჟისორმა, მიშელ ბეშამ, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) წარმომადგენელმა და დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის მშობელმა.

ფილმში ნაჩვენებია აუტიზმის მქონე პირთა პრობლემები და გამოწვევები, ასევე მათი გამორჩეული შესაძლებლობები.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ადამიანის უფლებების დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.