Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

რევაზ ლომინაძემ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის  67-ე სესიაში

2026 წლის 21 აპრილს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა,რევაზ ლომინაძემ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის  67-ე სესიაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

რევაზ ლომინაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს WIPO-სთან თანამშრომლობას. “საქართველოსა და WIPO-ს შორის არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებაში, ინოვაციების ხელშეწყობასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაში.“- განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა.

ამ კონტექსტში, რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანმშრომლობის შედეგად მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე. კერძოდ,  აღნიშნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი, რის საფუძველზეც საქართველოში პირველად დაინერგა ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა -  „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ასევე, ხაზი გაესვა 2025 წელს, WIPO-ს მიერ, საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მნიშვნელობას.

რევაზ ლომინაძემ დამატებით აღნიშნა საპატენტო რწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მნიშვნელობა, რაც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, სიტყვით გამოსვლისას WIPO-ს გენერალურ დირექტორს მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე  ხელახლა დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გააგრძელებს ინკლუზიური, დაბალანსებული და ეფექტიანი გლობალური ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას.