Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

2026 წლის 31 მაისს-3 ივნისს, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალური მდივანი, არგუჯ ქალანთარლი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, სადაც შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან. შეხვედრებს ესწრებოდა ქ.ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.

პრემიერ- მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.

აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში ICDO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში. ხაზი გაესვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას სასწავლო პროგრამებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები და ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ სფეროში. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ასევე ეწვია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას, სადაც სიმულაციური საჩვენებელი ღონისძიება და სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკის გამოფენა გაიმართა. არგუჯ ქალანთარლიმ ასევე მოინახულა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, სადაც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სისტემას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო დანაყოფის საქმიანობის შესახებ.