რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანთან
2026 წლის 18 თებერვალს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანთან,არგუჯ კალანტარლისთან.
მხარეებმა საქართველოსა და ICDO-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ პარტნიორული ურთიერთობები.
ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო თავდაცვის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ხაზი გაესვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობისა და ორგანიზაციის ბოლოდროინდელი და დაგეგმილი საერთაშორისო აქტივობების შესახებ.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ჰუმანიტარული საქმიანობის მხარდაჭერისა და გამძლე სამოქალაქო დაცვის სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
