Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

საქართველოს მისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21.02.2020 - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის წინმსწრებად გაიმართა.

ვიქტორ დოლიძემ მოწვეულ სტომრებს აღნიშნული სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე ესუაბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” მნიშვნლობაზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე.  

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, გენდერული თანაწორობა და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ელჩს აღნიშნულ ფორმატში შეხვედრის ორგანიზებისთვის და განაცხადეს, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ავროპის ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ამგვარი შეხვედრა მოაწყო. მათ ასევე ისაუბრის მათი ორგანიზაციების პრიორიტეტებსა და თანაშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.